|
    
 |
ბორის ამირანის ძე თათეშვილი დაიბადა 1965 წლის 21 სექტემბერს ადიგენის რაიონის სოფ. არალში. 1990 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. 1990 - 2002 წლებში მუშაობდა ახალციხის სამშენებლო ტრესტში ინჟინერ-მექანიკოსად. ამჟამად მუშაობს გაეროს განვითარების პროგრამის ახალციხის ოფისში.
1995 წლიდან მუშაობს ხეზე და ლითონის ჭედვაზე. მჭედლობისადმი ინტერესი დაიწყო ძველი იარაღის კოლექციით და მჭედლობის უძველესი ტრადიციების შესწავლა-აღდგენის სურვილით. ამ მიზნით ხვდებოდა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ უხუცეს მჭედლებსა და შეისწავლა მჭედლობის სხვადასხვა ტექნოლოგიები, რომლებიც ფაქტიურად უკვე დავიწყებას იყო მიცემული.
ამჟამად თანდათან დახვეწა ტექნოლოგია და ამზადებს საბრძოლო და სანადირო დანიშნულების ფოლადის დანა-ხანჯლებს, საბრძოლო და სარიტუალო ნაჯახებს, ძველი ბრინჯაოს ხანის კოლხური ნიმუშების მიხედვით; აგრეთვე ბაწარაულ-გრეხით ნაჭედ დანებს.
ამჟამად დამზადებული აქვს ოცამდე ნიმუში.
მიღებული აქვს მონაწილეობა ამერიკული ა/ო CHF-ის მიერ ორგანიზებულ ხალხური რეწვის ოსტატების გამოფენაში.
ჯერ-ჯერობით მოსწავლეები არ ჰყავს შესაბამისი ფართის უქონლობის გამო, მაგრამ მომავალში აუცილებლად აპირებს სპონსორების მოძიებას, რათა გააფართოვოს საქმიანობა და შეასწავლოს ახალგაზრდებს უკვე დავიწყებას მიცემული ხელობა. |
|